Wednesday, July 6, 2011

Demi Lovato Biography




          Demi Lovato Biography


დემეტრია დევონ ლოვატო (ინგლ. Demetria Devonne Lovato; დ. 20 აგვისტო, 1992, დალასი,ტეხასი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, დაიბადა პატრიკ და დიანა ლოვატოს ოჯახში. დემის აქვს ესპანური და ირლანდიური ფესვები. მისი მამა განქორწინების შემდეგ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჯამრთელობასთან პრობლემები ჰქონდა და საკუთარ ქალიშვილს იშვიათად ხედავდა.

2002-2003 წლებში დემიმ მიიღო თავისი პირველი როლი საბავშო სერიალში «ბერნი და მისი მეგობრები»,7 წლის ასაკში,სადაც ასევე მონაწილეობდა სელენა გომეზი,ასევე სელენასთან ერთად ითამაშა ფილმ «პრინცესას დაცვის პროგრამაში» (2009). 2002 წელს გოგონა დინეის სახე გახდა.2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალ «ციხიდან გაქცევაში».

.სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი დისნეის ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში Camp Rock/«როკი საზაფხულო ბანაკში» მიჩი ტორესის როლზე (2008).




.2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში «Sonny with a Chance». 2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში «გრეის ანატომია».

თავისი სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, მისი პოპულარული სიმღერებიდან ყველაზე ნაცნობია: (This Is Me). (Don't Forget), და ა.შ. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით «Don’t Forget».

პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას კოპიაზე მეტი, და ალბომი Billboard 200–ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში.2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი «Here We Go Again» რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200 –ში გაყიდვების რაოდენობით,გაიყიდა 108,000 კოპია ასევე პირველ კვირაში.



ნამდვილი: სახელი დემეტრია დევონ ლოვატო
 
დაიბადა: აგვისტო 20, 1992 (ასაკი 18), დალასი,ტეხასი,აშშ
 
ჟანრი/ები: პოპი,როკი
 
საქმიანობა/ები მომღერალი, მსახიობი,კომპოზიტორი
 
ინსტრუმენტი/ები ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო
 
ლეიბლი/ები Hollywood, Fascination (UK), Avex Trax (Japan)
 
ვებგვერდი ოფიციალური : Demilovato.com








 

No comments:

Post a Comment