Friday, July 8, 2011

ჩემი 10 სურვილი ✿

                    ჩემი 10 სურვილი: ✿

1. თან ვჭამდე და, თან ვხდებოდე :) 

2. მდიდარი ქმარი :D (ისე ეს სურვილი შემიძლია შესრულებულად გამოვაცხადოოო) ჩემი უმდიდრესი ქმარიიი :** ტომ მიყვარხააარ :*




3. მდიდრული სახლი ზღვის პირას


4. ვიყო ცნობილი დიზაინერი და მომღერალი :))

5. ვცხოვრობდე საყვარელ ადამიანთან ერთად <3


                                         გულით მიყვარხარ ტოომ <3 :***

6. შვილებიი :*   (ტომის თვალებით :*)

      
7. მყუდრო ოჯახი :D

        
8. დიდი გარდერობი


9. საკუთარი მაღაზიათა ქსელი (ესეც იმიტომ რომ მეტს ვერაფერს ვწერ) :D

10. რამოდენიმე სვირინგი :D



 მეტს არაფერს არ ვითხოვ და მომეცით ეს ყველაფერიი რააა

qetuuniaaa.blogspot.com (ჩვენი მეგობარი ბლოგი) :)

დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემ ბლოგს კარგი მეგობარი ბლოგი მოვუძებნო. ფიქრი არ დამჭირვებია და უცებ გადავწყვიტე , რომ ჩემს მეგობარს აქვს ძალიან საინტერესო ბლოგი და მას დავუმეგობრდი. გაიცანით ქეთუსია. მას აქქვს ბლოგი qetuuniaaa.blogspot.com. და უდევს საინტერესო სტატიები ცხოვრების შესახებ.  



 "საინტერესოა როგორ ძლებს ჩემი ტვინი როდესაც მასში ამდენი რაღაცა ყრია? "

                                           - Qetuniaaa 

"ვისი ბლოგია? - ქეთისი
საიდან პოსტავს? - გზააბნეული ტვინიდან.
რაზე პოსტავს? - თავის ცხოვრებაზე."

                                          - Qetuniaa 



 

Thursday, July 7, 2011

Tune in at 8am PT to watch live coverage of the red carpet event for the Harry Potter premiere.

ჰარი პოტერის ფანებოოოო! ჩემო პოტერჰედებოოო :* აუცილებლად ნახეთ YOUTUBE-ზე პირდაპირი ჩართვა ლონდონიდაან, სადაც შეგიძლიათ წითელ ხალიჩაზე მოსიარულე უსაყვარლესი (ჩვენთვის) ვარსკვლავე (ჰარი პოტერის) ნახოოოთ. არ გამოტოვოოთ. შედით იუთუბზე და ზევით აწერია! http://www.youtube.com/harrypotter?x=us&feature=ticker


და არ დაგავიწყდეთ დალაიკება : http://www.facebook.com/pages/Harrypotterlive-on-YouTube/129343120483639?ref=ts :))

Miley Cyrus Biography

  Miley Cyrus Biography
              
მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. 

მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. 

ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13 ის წევრი. ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი კი გახდა    გიტარისტი. თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა.                                                                                  
ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში. მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.  მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. .ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

     2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა. 

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.". მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.                      ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.


 2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.

მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ,ასევე რა სურს მომავალში.მაილი დაასახელა ნიუ-იორკ ტაიმზმა ყველაზე გაყიდვად ავტორად.ეს წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.







                                     
                         

Selena Gomez Animations

                      Selena Gomez Animations











 

Selena Gomez Paparazzi Photos (6 July, 2011)

                   Selena Gomez Paparazzi Photos (6 July, 2011)






 

Halle Berry Paparazzi Photos (6 July, 2011)

                                                                 Halle Berry

ჰოლი ბერი პაპარაცებმა დააფიქსირეს მაშინ, როცა იგი მანქანაში ბენზინს ასხამდა :))) იგი ძალიან კარგად გამოიყურებოდა სათვალეებსა და კაბაში .)



Wednesday, July 6, 2011

Selena Gomez Photoshoot - "When The Sun Goes Down"

                   "When The Sun Goes Down" 
                             Selena Gomez 







Selena Gomez Biography

                    Selena Gomez Biography

  

სელენა გომესი (ინგლ. Selena Marie Gomez; დ. 22 ივლისი, 1992, გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ) — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და გაეროს ბავშვთა ფონდის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.
სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო.მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალია.დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა.



უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომესმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში «ბერნი და მისი მეგობრები»,სელენა აქ გომოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.

2004 წელს, როდესაც სელენა 12 წლის იყო, მან გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ Disney Channel-ის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში «ჰანა მონტანა», როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.

«ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი.»

გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.


2008 წელს სელენამ ითმაშა ფილმში «კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე».2009 წელს «პრინცესას დაცვის პროგრამაში»,სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა.2007-2010 წლებში სერილში «ჯადოქრები უივერლიდან»,რომელმაც ერთ დროს «ჰანა მონტანას» რეიტინგსაც კი გადაუსწრო.2010 წელს «რამონა&ბიზუსი».ასევე სელენას მალე ვიხილავთ ფილმში «მონტე კარლო»
Teen Choice Awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის «პრინცესას დაცვის პროგრამაში» საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიგო,ხოლო Alma Award 2009-ზე კი სერიალისთვის «ჯადოქრები უივერლიდან» საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ

სელენამ 2008 წელს ჩაწერა ქავერი სიმღერის «Cruella de Vil». შემდეგ ჩაწერა სამი სიმღერა ფილმ «კიდევ ერთი ისტორია კონკიასთვის».ასევე «Fly to Your Heart», 2008 წლის ანიმაციური ფილმისთვის «Tinker Bell». 2008 წლის ივლისში სანამ გახდებოდა 16 წლის, გააფორმა კონტრაქტი Hollywood Records–თან.ხოლო 2009 წელს ჩაწერა სიმღერა «One and the Same» დემი ლოვატოსთან ერთად ფილმ «პრინცესას დაცვის პროგრამისთვის» და ასევე ჩაწერა სიმღერები სერიალისთვის ჯადოქრები უივერლიდან.


ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს,ვოკალისტი არის სელენა გომესი,ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე,გრეგ გარმენი - დასარტყამი ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე.მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო Kiss & Tell,რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს.2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ,ხოლო სინგლი Naturally 15 ივლისს პლატინის ხარისხით.მეორე ალბომი A Year Without Rain გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს,ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილით შედგა,პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა.2011 წლის 19 იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით.ბენდის მესამე ალბომია When the Sun Goes Down,წინა სახელწოდებით Otherside,გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს.ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი.

ნამდვილი სახელი : სელენა მარი გომესი
დაიბადა: 22 ივლისი, 1992 (1992-07-22) (ასაკი 18),გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ
ჟანრი/ები: პოპ როკი, საცეკვაო პოპი ,სინთპოპი
საქმიანობა/ები: მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი
ლეიბლი/ები: Hollywood
ვებგვერდი: ოფიციალური ვებსაიტი